ხშირად გვესმის: ”პრეზიდენტმა ”სიმბოლურ ფასად გადასცა…”
და როგორც ირკვევა, პირდაპირი განკარგვის წესით ყოველწლიურად ასობით ობიექტს გასცემს…
...რომლებიც მილიონები ღირს! რა დვაშავეთ ჩვენ, ხალხმა…
ჩვენ, ჩვენი შრომით მოპოვებული თანხით შეძენილს არ გვიმტკიცებენ… გვიბნევენ გზა-კვალს…
ჰოდა, ქართული მოსახლეობის დიდ ნაწილზეც გამოცხადდეს ”ეს პირდაპირი განკარგულებით…”
ხომ არ გვჩუქნის, ხრიკული კანონებით დატყვევებული ჩვენი კუთვნილი უნდა დაგვიბრუნოს…
დაბრუნდით, დაბრუნდით, სამშობლო გელოდებათ!
ხშირად გაისმის სამთავრობო მოწოდება, თავად პრეზიდენტი სააკაშვილი გულიანად ”მოძღვრავს” საზღვარგარეთ მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს… რეალობა კი, ასეთია, აქ ვინცა ვართ, ლამის მიწა გამოგვაცალონ ფეხქვეშ…
რეალობა და ბლეფი…
ხდება ”ფიარი”, რომ მიწის დაკანონება გაიოლდა; არადა, ბიუროკრატიული კოჭები ცოტა სხვაგვარად გათამშდა ესაა და ეს… აბა ისე, თავისი შრომითა და ოფლით შემონახული მიწას, თუ კარ-მიდამოს ისეთ ფასს ადებენ, რომ მის გამოსასყიდად, საშოვარზე, როგორმე საზღვარგარეთ უნდა გააღწიოთ…
”ჩამოდით! ჩამოდით!” სატყუარად არ გამოდგება…
“საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ, ფართო ამინისტიის მოთხოვნით, საზოგადოების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ინიციატივა ითვალისწინებს ნაწილობრივ მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის პატიმრების ამინისტიას… მობრძანდით კინოს სახლში და მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა…”
ხშირად გვესმის საეთერო სივრცეში.
არც მე მომითმინა გულმა, ვეწვიე კინოს სახლს და მოვიხადე ჩემი ”მოქალაქეობრივე მოვალეობა”, მოვაწერე ხელი… არა, არ ვნანობ… მაგრამ იმის შესახებ, თუ ზოგჯერ ვინ ვისი წყალობით გვაყაჩაღებს განსასჯელად თუ არა, თავშესაქცევად მაინც გიამბობთ…
ორიოდე დღის შემდეგ, როცა ჩემს ”ბაღში” ავედი (თბილისი, გლდანი, ”პატარა ვაკე”)
იქაური ჩემი სახლი გაქურდული დამხვდა. განსაკუთრებით სარდაფი ”გაეწმინდათ”, წაეღოთ ყველაფერი, რისი წაღებაც შეძლეს. წლობით ნაგროვები ხელსაწყოები, ჩაქუჩიც კი არ დაეტოვებინათ, ღვინით სავსე კასრები, დანარჩენი ჭურჭელი და ველოსიპედიც გაეყოლებინათ… ბოქლომებზე როგორც ჩანს მძიმე საგანი ერტყათ; ერთი ჩაეტეხათ, მეორეს ვერ მორეოდნენ და ზედ გამობმული ჯაჭვი ჩაეჭრათ…
იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი ხმაურის გარეშე არ გაკეთდებოდა, გარშემორტყმულ მეზობელთაგან ვინმეს, რომ არ გაეგო…
მწარედ გამეღიმა, ”უფალო შემიწყალე…” მეთქი გავიფიქრე, ოღონდ, არ მინანია ხსენებულ ”ინიციატივას” ჩემი ხელმოწერა, რომ შევაწიე. მერე მეზობლებს შევეხმიანე, ჩემი შევჩივლე, რა თქმა უნდა შეწუხდნენ, მაგრამ არვინ ”არაფერი არ იცოდა”. თუმც, ჩემს ეზოში, მათთვის არც ხილის მირთმევა ამიკრძალავს და არც მათი ხბორ-დეკეულისთვის ბალახის ძოვა… ჩემი თხოვნა მხოლოდ ის იყო, რომ უშნოდ მოხეტიალე ”შემოსახლებულებისათვის” მიექციათ ყურადღება. ”შემოსახლებულები” კი ე. წ. ”მაძიებელი მენაგვეები” არიან. ძველ სანაგვეზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოდენილები რკინას, უფრო მეტად ფერად ლითონებს რომ ეძებენ. ახლომდებარე დასახლებებში კი, ადგილობრივ მაცხოვრებელთაგან მიქირავებულ ”ფიცრულებსა თუ მიწურებში” ცხოვრობენ. გადაჭრით ხელს ვერც მათ დავადებ, მაგრამ ზოგი მათგანის ცუღლუტობა სხვებისგანაც იქნა შემჩნეული… თუმც, შესაძლოა ქურდი, ”ცხვრის ტყავში” გახვეული რომელიმე, იქაური მოკეთის ახლობელიც იყოს…
მეზობლები, თითქოს მართლაც კარგები მყავს, მეც მხოლოდ მოყვრული განწობა მაქვს მათ მიმართ, მათი სადღეგრძელოც ხშირად შემისვამს მათ დაუსწრებლად, და ვიცი უმეტესობა ამგვარ რამეს არ იკადრებდა, მაგრამ ის ერთი, როგორც ჩანს მათივე წაყრუებით მთელს უბანს უტეხს სახელს…
როცა გზაში შეხვედრილმა ერთმა მეზობელმა შემპარავად შემატყობინა, შენთან მგონი ფანჯარაა გატეხილიო. მე რა თქმა უნდა ვუსაყვედურე, მერე ხომ გთხოვეთ მიმიხედეთ მეთქი… ეს რაა, რკინების ამოთხრა უნდოდათ და ძლივს გაიყვანეს იქიდანო... მერე შენ რას აკეთებდი?! ალალად გავოცდი. კი მეც ვუთხარი, მაგრამ იმას იმიზეზებნენ აქაურობა გაფორმებული არ ყოფილაო… თითქოს აქეთ დამდო ბრალი. სხვამ ის მირჩია უფრო ხშირად უნდა ამოხვიდეო... კი ბატონო, ვითარებათა გამო, ერთი პირობა იქ ასვლა, მართლაც შემიგვიანდა, მაგრამ... უმჯობესია, ჩემს ”ქრისტიან ძმებს”, ერთ მცნებას შევახსენებ...
არ იპარო.
ანუ სხვისი ნივთი არ მიითვისო, არ იყაჩაღო; არც ძალით, არც მოტყუებით, (ცბიერებით) ნუ მიითვისებ სხვის ნაშრომს და ნაღვაწს… ნუ იქნები ანგარებიანი და ნუ შეავიწროებ მოყვასს…
ნურც მიბარებულს გააჩანაგებ…
ეზოსთან დაბმული ძაღლი კი არ უნდა გაშინებდეს, არამედ საკუთარი სინდისის ქენჯნა... თუმც, დაგვიანებული არც არაფერია, რადგან როგორც წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებდა: რელიგიური მწუხარება იწყება სინდისის ქენჯნით...
ეტყობა, საშოვარზე გადმოხიზნულებს, მთელი ეს ქვეყანა ნაგავსაყრელი ჰგონიათ: ინტერნეტში, თბილისის რუქაზე, ”პატარა ვაკედ” შესახელებულ დასახლებაში მდებარე, ორი ათეული წლის წინათ რკინის ბადით შემოღობილი ეზო, მრავალწლოვანი ნარგავებითა და შიგ მდებარე ”კაპიტალური შენობით”, რომლის ”მოძლიერებას” კარგა თანხა და შრომა შევალიე, მათ წარმოდგენაში ”გაუფორმებელი” ანუ დაუცველი, სათარეშო ტერიტორია გამხდარა, ისე როგორც საქართველოს ოკუპირებული ნაწილის მიტოვებული კარმიდამოები… და, ორი ათეული წლის წინათ ჩასობილი რკინის ბოძების მისაკუთრებაც განიზრახეს…
…ძირითადი სათქმელიც, ზუსტად ამ გაფორმებ-არგაფორმების შესახებ უნდა მოგახსენოთ…
რამდენიმე წლის წინათ ალალად მივმართე ქალაქის მერიას…
აი განცხადებაც:
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას
მოქ. ჯანრი გოგეშვილის (პირადობის მოწმობა _№ 01002022471-თბილისი, მისამართის გარეშე _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გლდანის სამსახური_ ამჟამად მცხოვრები _ გლდანის დასახლება, მე-6 მ|რ, კორპ. №1, ბინა№38)
განცხადება
ვარ საქართველოს მოქალაქე _ პროფესიით ლიტერატორი _ ქ. თბილსის მაცხოვრებელი 1961 წლიდან…
1991წ. გამომცემლობა ”მერანში” გამოცემული რომანის (გამთენებელი ღამისა -ორი რომანი_ გამთენებელი ღამისა - …რომელსა შენ მდევნი… გამომცემლობა ”მერანი”, 1991წ.) კვალობაზე მიღებული ჰონორარით შევისყიდე გლდანის დასახლების ზემოთ,”პატარა ვაკედ” წოდებულ ადგილის ფარგლებში მდებარე მიწის ნაკვეთი, ასე ცხრაას კვადრატული მეტრის ფართობი, რომელშიც იდგა ნაგებობა (რეალურად ქვესადგურის შორიახლო მდებარე ტერიტორია, რომელიც იმჟამად, ზეპირი გადმოცემით, მცხეთის რაიონის მფლობელობაში შედიოდა). გამყიდეველსა და მყიდველს შორის გაფორმებული ხელწერილების ასლები, თან ერთვის ხსენებულ განცხადებას.
მას შემდეგ რამდენჯერმე მივმართე სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებს: მცხეთის რაიონის მმართველობას, მიწის მართვის დეპარტამენტს, გლდანის რაიონის გამგეობას… პასუხი ასეთი იყო, რომ დასადგენი იყო ამ მიწის კუთვნილების რაობა, ანუ იგი რომელ ადმინისტრაციულ ცენტრს ეკუთვნოდა, მცხეთის რაიონისას თუ თბილისის… ამ დადგენა_არდადგენაში ხელისუფლებაც მრავალჯერ შეიცვალა, ვითარების გამო მომიწია მწერალთა კავშირიდან მიღებული ბინის გაყიდვა და ამჟამად დავრჩი ამ ნაკვეთის ამარა, სადაც ადრინდელმა ნაგებობამ მიშენება-დაშენების შედეგად მშენებარე სახლის სახე მიიღო…
ამას წინათ ”სატელევიზიო განცხადებებით” შეგულიანებულმა, რომლებიც იუწყებოდა, რომ კერძო საკუთრების დაკანონება ფრიად გაადვილდა, ვეწვიე გლდანის გამგეობას, სადაც დამაკვალიანეს, რა სახის საბუთები უნდა მოვაგროვო… მაგრამ იმის გარანტიას არვინ იძლევა გამიფორმებენ თუ არა საბოლოოდ, ჩემეულ მიწის ნაკვეთს… მგონი თქვენც იცით, ამ საბუთების ”მოპოვება-შეძენა” საკმაო თანხა ჯდება… არადა, წლების მანძილზე სამსახურს არვინ გვაკარებს, კარგა ხანია, არც ჰონორარს იძლევიან დაბეჭდილ ნაწარმოებში, მით უფრო ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში… მინდა გთხოვოთ განმისაზღვროთ საბუთების ”მოგროვების” შემდგომ რა პერსპექტივა არსებობს იმისა, რომ ამ, ასე ვთქვათ ”ჩემი ოფლით” შეძენილ მიწის ნაკვეთს, რომელზეც თავის დროზე თურმე ჯაგნარი ყოფილა და კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლებსაც კი არ უფიქრიათ მისი წართმევა ყოფილი მეპატრონისთვის, გამიფორმებენ თუ არა… ისიც თუ, რა ფასში მომყიდიან კვადრატულ მეტრს… ამჟამად პასუხი ამ საკითხებზე, ე. წ. ”მიტაცებული მიწების” დაკანონებით დაკავებულმა ვერც ერთმა პირმა ვერ მომცა… არც ის იციან, თუ რა ღირს გლდანის დასახლების ზემოთ, ამჟამინდელი ციხის შენობებიდან, ასე, ნახევარი კილომეტრის შემდგომ, ”პატარა ვაკედ” წოდებულ, ქვესადგურის შორიახლო მდებარე მიწის კვადრატული მეტრი…
რაღა აზრი ექნება ჩემთვის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომითვი ნახაზის, ორთოფოტოსა და ა. შ. სხვა დოკუმენტების მოპოვება-შეძენას თუ არ მეცოდინება ხსენებულ ადგილას კვადრატული მეტრი მიწის ფასი და ისიც, _არსებობს თუ არა, სხვა რაიმე პრობლემა, რომ 1991 წელს ჩმს მიერ გარკვეული თანხის საფასურად შეძენილი მიწის ნაკვეთის დამტკიცებას შეაფერხებს…
განმცხ. ჯანრი გოგეშვილი
პასუხი კი ამგვარი გახლდათ
მოქ. ჯანრი გოგეშვილს
მცხ: გლდანი; თქვენი 2008 წლის 17 მარტის №12/16638-5 წერილის თანახმად გაცნობებთ, რომ ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის და საქართველოს პრეზიდენტის №525 ბრძანებულების ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” მე-2 და მე-11 მუხლის თანახმად გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტთა ნუსხა უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
და ჩამონათვალიც...
...........
შემდგომ სტანდარტული განმარტებები, და ბოლოს
…4. საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილ უნდა იქნას ერთიანად”
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთთან.
თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისთვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტი, ან ამ კანონით დადგენილ შემთხვევბში, შესაბამისი ოდენებით და შესაბამის ვადაში არ იქნება გადახდილი საკუთრების უფლების აღიარების საფასური, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილობას საკუთრების უფლების აღიოარებაზე უარის თქმის თაობაზე.
ფიზიკური და კერძო სამართალის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში არსწებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
კომისიის მომსახურების განყოფილების
იურისტ-კონსულტანტი ნ.ვაშაკიძე
ამჯერად, პრეზიდენტის მორიგი განკარგულებით ზოგი რამ თითქოს შეიცვალა, მაგრამ როგორც ახლობლების მიერ წარმოდგენილი და ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალებიდან მტკიცდება ფულის გამოძალვისა თუ ”ბიუჯეტის შევსების მიზნით ”ცნობებისა” თუ ”ამონაწერების” კარუსელს სათავისოდ ატრიალებენ… (ზოგან არქივია დამწვარი და ამონაწერს ვერ მოიპოვებ, ზოგან რეესტრი ვერ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას...) რაც მთავარია, არვინ წუხს, რიგით მოქალაქეს შეუძლია თუ არა ერთხელ ნაყიდი, თავიდან გამოსყიდოს…
ჩამოთვლილი დოკუმენტაციის ”შეძენაში” ჩემთვის საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადავიხადო. არადა, როგორც ადრე განცხადებაში ავღნიშნე, ჩემი შემოსავალი სავალალოა… თავის გატანას, რომ ვახერხებთ ღვთის წყალობაა. სახელმწიფო სტრუქტურები ვინმე, ჩემნაირ ცოცხალს რომ აღმოაჩენენ, ალბათ ესეც ქვეყნის ეკონომიურ წინსვლას დაბრალდება… ასე რომ პასუხის გაცემაც კი დაეზარათ რამდენად პრესპექტიული იქნებოდა ჩემი გაბრძოლება 1991 წელს ჩემს მიერ შესყიდული მიწის ფართობის დაკანონების შესახებ…
თან მაფრთხილებენ ”…4. საკუთრების უფლების აღიარების საფასური გადახდილ უნდა იქნას ერთიანად”
აბსურდის აბნსურდია, მე ვფიქრობ უგუნურების დიდი ხარისხია, მარტივად რომ ვთქვათ ეს ბედოვლათები იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან…
აქვე, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტროფს თუ გავიხსენებთ
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო _ანდაზა
სანამ შენ ლექსს წერ, მთავრობაში ლეწავენ კალოს,
ბაღ-ვენახებს და სარწყავ-სათიბს ქე უყვეს ლელო,
შენ, ქართველ მწერალს არ შეგარჩინეს ამ მიწის ღეროც,
მართალი სიტყვის მეაბჯრესო, _”სიმართლით” ევლოს… 24.07.08
ჰოდა, ისმის შეკითხვა ვინ ვისი წყალობით მაყაჩაღებს…
ახლა, მე ამის გამო ამერიკის მთავრობას ნამდვილად ვერ მოვთხოვ პასუხს, მაგრამ რამდენად გულუბრყვილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ ვიკითხავ…
ჩვენი დანაშაული მხოლოდ ისაა, კომუნისტური რეჟიმის დროს ”ქართულ სააზროვნო სივრცეს” რომ ვიცავდით, თუ ის, მავანთ ”ქართული სატკივარით” კვალვ რომ ვახსენებთ თავს… როგორც ჟურნალისტთა მიერ მოპოვებული ფაქტებიდან აშკარად ჩანს, ”ელიტარული კორუფციის ნიშნით” ”გარკვეული პირები” მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს დღემდე სიმბოლურ, ანუ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად ისაკუთრებენ. ჩვენ, ჩვენივე შრომით შეძენილს, ასე ურცხვად ხელიდან გვაცლიან…
როცა თბილისი საკრებულოს ერთ-ერთ იურისტს მსგავსი შემთხვევის გამო, კონსულტაციისთვის მივმართე, მან ჩემს წუხილზე ირონიული ღიმილით ჩამეძია, რამდენი დაკარგე ორმოცდაათი ლარი, თუ სამასი?-ო. ჩემი შენიშვნით ”შეურაცხყოფილმა” კი ამბიციურად მომიგო. თქვენ რას მასწავლით ეს დოკუმენტი ჩემი შედგენილიაო. ცუდი შედგენილია მეთქი მივუგე ღიმილით; ერთი ხელით, თითქოს მაძლევ, მეორეთი კი, უმალვე მართმევ მეთქი. აიმრიზა, ამგვარი ხრიკებით ”შევსებულ” ბიუჯეტზე, ალბათ სხვებისგანაც სმენოდა… კი მართალია, ღვთის წყალობით, სესხ-ვალით ჩემმა ოჯახმა ბინა შეიძინა, მაგრამ სახელისუფლო ხრიკზე ამოზრდილი შიშის გამო, დღემდე, ნასესხები ფულით გამოცემული წიგნის ტირაჟი ვერ შემიტანია ”გადარჩენილ” წიგნების მაღაზიებში… რადგან, საგადსახადო ინსპექციაში თუ არ გაფორმდი, ისე არ გაგიკარებენ, ას ცალ წიგნსაც ვერ მიაწვდენ მკითხველს… გაფორმებას კი, შეიძლება სხვა ხათაბალა მოჰყვეს… არ დავმალავ და შიში მაქვს, იმ ასიდან ისეთი ”მოგება” არ გამომიდნონ, რომ… აი, ეს ქვეყანა შეგვრჩა ხელში, სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავენ…
ფართო ამინისტიაზე კი იმას გეტყვით, ჩემს ხელმოწერას, რა თქმა უნდა ვტოვებ…
თუმც, დასასჯელი უნდა დაისაჯოს, ოღონდ სასჯელის მოხდა გარკვეულ ”ნაკლებად მძიმე” დანაშაულისთვის უფრო ”ცივილური” უნდა გახდეს, ვთქვათ, საკანში გამომწყვდევას ”შრომითი თერაპია” ჩაენაცვლოს… ეს, ალბათ, მომავალში, ხალხის მიერ მსჯავრდადებულთაც წაადგებათ…
ჯანრი გოგეშვილი
P.S. მინაწერი ორი წლის შემდეგ, ერთერთი დეპუტატის სახელზე გაკეთებული განცხადებიდან...
მგვარი სიმართლე, დღესაც კარუსელივით ჩაკეტილ წრეში ტრიალებს… თუვინ, სად და როგორ იმარჯვებს და შეამოახტება, ეს სხვა საქმეა.
საქართველოს კანონი ”მიწის რეგისტრაციის შესახებ” არის ფულისგამოძალვის მექანიზმი დამშეული მოსახლეობისგან, ანუ ერთი ხელითგაძლევს, მეორე ხელით გართმევს…
დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთა დივერსიული თუგაუაზრებელი პოლიტიკა პერმანენტულად მიერეკება ქართველებს თავისი მიწიდან. ამჟამად, მთელი ქვეყანა ეროვნულ მოძრაობაში ”ჩათრეული”აღმოჩნდა. მაგრამ, ვინც, ჭეშმარიტად იცნობს ოთხმოციან-ოთხმოცდაათიანი წლების ქართულ მწერლობას, ალბათ, ისიც იცის, ვინ,სად, როდის, და რა რისკის ფასად იღვწოდა ეროვნულობისა თუ ქართულისიტყვის დასაცავად.
ჰოდა, ეს ბაღი, აგერ ”ყვავებსაც”, რომ გაუჩნდა მის მიმართ პრეტენზია, 1991წ. წიგნად გამოცემულ რომანებში (”გამთნებელი ღამისა” (ორი რომანი _ ”გამთენებელი ღამისა”, ...”რომელსა შენ მდევნი”... გამომცემლობა ”მერანი”, 1991 წ. _ "The Herald of Dawn," "The One You) / ჯანრი გოგეშვილი ”გამთენებელი ღამისა” რამდენიმე ნაწილი რომანიდან. / Janri Gogeshvili, “The Herald of Dawn”, Some parts from the novel.) აღებული ჰონონარით შევიძინე. ფიზიკური შრომაც გვარიანად გავწიე და კაცმა ცხოვრებაში ერთისახლი მაინც უნდა ააშენოსო, მეც შევკარი შენობა, რომელიც უსახსრობისგამო ჯერ, სრულად ვერ მოვათავე, მაგრამ სახლია და სტუმარსმასპინძლობასაც გაუწევს.
ჰოდა, მოვდივართ თითქმის საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან.მე ქართველი მწერალი ჯანრი ავთანდილისძე გოგეშვილი და ეს კარ-მიდამო, და ვერც ერთი მთავრობისგან ვერ ვეღირსე, იმგვარი კანონონისმიღებას, რომელიც დამპალ ”ბიუროკრატიას” გზას გადაუკეტავდა, და ამჩემი ალალი შრომით მოპოვებულს ალალად მომაკუთვნებდა.
თქვენ კარგად იცით, სხვა, მრავალი ქართველია ჩემს მდგომარეობაში…იურიდიულ უუფლებობას მოსდევს უწყლობა, უგზოობა და ა.შ.
მე კი კვლავ მჯერა, რომ მთლად ე. წ. ”ლიბერასტების” საჯიჯგნად არქცეულა ეს ქვეყანა.
ჰო, ის ორმოოცდათი ლარი, რომელიც, თავის დროზე , მორალური მხარდაჭერის მიზნით ”ქართუბანკში” ერთ-ერთმა პირველმა შევიტანე,კიდევ იქ დევს… ხმაც ’’ქართულ ოცნებას” ვარგუნე… ისიც მჯერა, რომთქვენ, უპირველესად გულანთებული ქართველი (სვანი) ხართ და არა”არტისტი”, როგორც ბატონ უსუფაშვილს ”შეახსენეთ”. ”. (თუმც, კინოხელოვნებაში თქვენს მოღვაწეობას ქართველი მაყურებლი სათანადოდ აფასებს…)
და მეც, მოგმართავთ, დააჩქარეთ კანონის გადახალისება ”მიწის რეგისტრაციის შესახებ”. ისე არ მოხდეს, მე და ჩემისთანები სამშობლო-ქვეყანაში ამ ჩვენს ნაოფლარ მიწაზე, იმდენად უფლებაართმეულად გვაქციოთ, რომ მერე თქვენ ”ქართული ოცნების” თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, საკუთარი სახის შენარჩუნება ვერ შეძლოთ…
მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით…
ჯანრი გოგეშვილი
ქართველი მწერალი
***
საძიებელი
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
*
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
*
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
***
***